ერგნეთში ტატუნაშვილისა და ბაშარულის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა იწყება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მორიგი შეხვედრა იწყება. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.

გარდა ამისა, ანთაძის თქმით, დააყენებენ დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხსაც.

განსახილველი სულ 17 საკითხი იქნება. მათ შორის არის ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემა.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრიდან ამოცლილი ორგანოების გადმოცემის მოთხოვნას ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ყველა პრინციპულ საკითხზე ისაუბრებენ.

„ჩვენ დავაყენებთ ყველა პრინციპულ საკითხს, რაც უკავშირდება ამ საკითხს“-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, ინციდენტების პრევენციის 85-ე შეხვედრა ქართულმა მხარემ შეხვედრა დატოვა, რადგან ცხედრის გადმოცემა ჭიანურდებოდა.

დღეს კი პროტესტის შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართება. როგორც ანთაძე ამბობს, დამატებითი კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშისაზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დღეიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით მიიღებენ
შემდეგი სტატიაEBRD-მა “თიბისი ბანკი” საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა