ერგნეთში მოსახლეობამ ვაშლის ბაღების გაჩეხვა დაიწყო

საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობა და შეჩერებული დახმარებები – ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხვა დაიწყეს.

მოსახლეობა ხილის ბაღებს ორი მიზეზით ჩეხავს. ერთი მიზეზი ისაა, რომ გამოსაზამთრებლად საჭირო 200-ლარიანი ვაუჩერები ხელისუფლებამ ამ წელს მათ აღარ დაურიგა. მეორე მიზეზი კი ხილის ფასია, რომელიც მინიმუმზეა დასული.

მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო, მოსახლეობას მოსავალი ვეღარ მოჰყავს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, გაჩეხონ ხილის ბაღები და ზამთარში გათბობა მაინც შეძლონ.

 

 

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სენატორი: უნდა გავზარდოთ ზეწოლა საქართველოში პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით
შემდეგი სტატიასაქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 42 %