ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 13:00 საათზეა დანიშნული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მხარეები დღეს განიხილავენ, დღეს წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი იქნება, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული მცირე ხნით დააკავეს.

თავის მხრივ, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ევროკავშირის მისიას ე.წ. საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება უპრეცედენტო და ზღვარგადასულია, ჩვენ ამას ვგმობთ
შემდეგი სტატიაქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ აუცილებლად უნდა გააღრმავოს აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობა – კახიძე