ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეგიარების მექანიზმის რიგით 82-ე შეხვედრა იმართება. საუბარი, ტრადიციულად, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს დაეთმობა.

ძალაში რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მედიასაშუალებებს რეგისტრაციის გავლა ქართველ სამართალდამცველებთან უწევთ, მისიის წარმომადგენელმა ეს ენობრივი ბარიერის არსებობით ახსნა.

თუმცა, ოსური და რუსული მედიის წარმომადგენლებს რეგისტაციაში კვლავ რუსული ენის მცოდნე დამკვირვებლები გაატარებენ.

ქართული მხარე დღეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებას კვლავ გააპროტესტებს, ასევე მოითხოვს 2016წლის ივნისში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას.

რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, მის საქმეზე განმეორებითი გამოძიება აღარ ჩატარდება და ოსურმა მხარემ მისი საქმე დახურა. თუმცა, ქართული მხარე თვლის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრი რჩება და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მერი სექსისტურად მიჩნეულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“ნაციონალები” კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ – ჭონქაძის სკანდალი