ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე დადგება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი – ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული
შემდეგი სტატიაბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების დინამიკა ფიქსირდება