ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 107-ე შეხვედრა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს განიხილავენ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.

ამასთან, განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც, რომელთა შორის ერთ-ერთი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვაა.

banner
წინა სტატიაშიმე როგორც დედას, მაქვს შეკითხვა ყველასთან, ამისთვის მოკლეს ნიკო? – ნიკო კვარაცხელიას დედა
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, 263 ბავშვი დაიღუპა