ერდოღანის განცხადებით ერაყში თურქი სამხედროები ერაყის თხოვნით შევიდნენ

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

rejeb taip erdoganiერაყის ჩრდილოეთით თურქული სამხედრო დანაყოფები ერაყის ხელმძღვანელების თხოვნით შევიდნენ, რომელებიც მათ 2014 წელს გააკეთეს – ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდორანმა გააკეთა განცხადება – წერს “როუტერსი”.
“სამხედრო დანაყოფები ბაშიკას ბანაკში ერაყის პრემიერ-მინისტრის 2014 წელს გაკეთებული თხოვნის გამო არიან განთავსებული, რომელიც მან 2014 წელს გააკეთა” – განაცხადა ერდოღანმა.

მან ერაყი და ირანი სირიაში კონფესიებს შორის მტრობის გაღვივებაში დაადანაშაულა.
თურქეთმა საკუთარი ბატალიონი ერაყის ტერიტორიაზე 4 დეკემბერს შეიყვანა.
დღეს ერაყის მთავრობამ ნატოს მიმართა, გამოიყენოს თავისი “მორალური ავტორიტეტი” და მათ ქვეყნიდან დაუპატიჟებლად განთავსებული თურქული სამხედრო ნაწილების გაყვანაში დაეხმაროს.

banner
წინა სტატიაშიმდინარე მტკვარში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ