ერევნის მერი მსახიობი აიკ მარუთიანი გახდება

სომხეთის ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ერევნის უხუცესთა საბჭოს (საქალაქო საბჭოს) არჩევნებში ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ გაიმარჯვა, რომელსაც მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოუცხადა.

ბლოკს მსახიობი და პროდიუსერი აიკ მარუთიანი ხელმძღვანელობდა, შესაბამისად ის ერევნის მერის თანამდებობას დაიკავებს.

ბლოკ „ჩემს ნაბიჯს“ ამომრჩეველთა 81 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი.

არჩევნებში მეორე ადგილზე პარტია „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 6,95% მიიღო, მესამეზე კი, ალიანსი „სინათლე“ ხმების 4,99%-ით.

ამომრჩეველთა აქტივობამ 43,65% შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიელიზაბეთ რუდი : საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა
შემდეგი სტატიამარწყვში ჩადებული ნემსების სკანდალი ავსტრალიაში – პოლიციამ მოზარდი დააკავა