ერევანთან ქალაქის მერზე თავდასხმა მოხდა

ერევანთან ქალაქის მერზე თავდასხმა მოხდა

8სომხეთში, ერევანთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომლითაც ქალაქ ეჩმიაძინის მერი მგზავრობდა. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.
კარენ გრიგორიანი ერევნიდან ბრუნდებოდა, როცა აეროპორტ ზვარტნოცის გზაზე მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად მერი არ დაშავებულა.
ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გუშინვე ეჩმიაძინის საავადმყოფოში მოხვდა მერის კონკურენტი არტურ ტუმანიანი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე.

ეჩმიაძინის მერის არჩევნები ხვალ, 18 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სასურველი მოდელი აღწერა
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირიმში სახელმწიფო დუმას არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა