ერევანში სიტუაცია მძაფრდება – პოლიციის ტექნიკა შენობასთან გადაიყვანეს

ერევანში სიტუაცია მძაფრდება - პოლიციის ტექნიკა შენობასთან გადაიყვანეს

6 (1)სომხეთის პოლიციის თანამშრომლები პრევენციულ ზომებს იღებენ ერევანში საპატრულო შენობის ირგვლივ, რომელიც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაიკავა და პოლიციის თანამშრომლები მძევლად აიყვანა.
ვრცელდება, რომ შენობასთან მობილიზებულია ბრონეტექნიკა და ათეულობით პოლიციელი. იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რა ხდება შენობაში, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს ერევანში, უცნობმა პირებმა, პოლიციის შენობა დაიკავეს. თავდასხმის შედეგად პოლიციის 6 თანამშრომელი მძევლად არის აყვანილი. გარდა ამისა, მოკლულია განყოფილების უფროსი, არტურ ვანოიანი. რამდენიმე სამართალდამცველი დაჭრილია.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიანიძე – არჩევნებში მე ბევრად მეტი შანსი მექნებოდა, ვიდრე დღეს წარდგენილ კანდიდატებს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: თურქეთმა საერთაშორისო წესებს პატივი უნდა სცეს