ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა ყველა მძევალი გაათავისუფლეს

ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა ყველა მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა.
ოთხ მძევალს შეიარაღებული პირები პოლიციის შენობაში 6 დღის განმავლობაში აკავებდნენ. ორი მათგანი დღეს დილით გამოუშვეს. დარჩენილი ორის გათავისუფლების სანაცვლოდ კი ნეიტრალურ ზონაში პრესცენტრის შექმნა მოითხოვეს.
მედიის ინფრომაციით, შესაძლოა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და აქტივისტების ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართოს.
არეულობა ერევანში უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობა დაიკავეს და სამართალდამცველები დაატყვევეს. ისინი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ბრალდებითაა დაპატიმრებული.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი პაველ შერემეტი მინსკში, მამის საფლავის გვერდით დაკრძალეს
შემდეგი სტატიავინ იქნება “ოცნების” კონკურნეტი წალენჯიხაში-თაიმერის ექსკლუზივი