ერევანში სარქსიანის წინააღმდეგ მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო საპროტესტო მიტინგის მსვლელობისას ოპოზიციამ ოთხი ქუჩა გადაკეტა და გამოაცხადეს, რომ მთელ ღამეს მოედანზე გაათენებენ. ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციები 9 აპრილიდან ყოველდღე იმართება. დღეს მომიტინგეებმა მოწოდება გააკეთეს, რომ სტუდენტები და სხვა ახალგაზრდული ჯგუფები შეერთებოდნენ პროტესტს. საღამოს ერევანში, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 15 ათასამდე პროტესტანტი შეიკრიბა – “კავკაზსკი უზელი” წერს.
14 აპრილს მმართველი რესპუბლიკური პარტიის ოფისთან ასევე, საპროტესტო აქციის გამართვაა დაგეგმილი.

სომხეთის ახალი პრეზიდენტის არმენ სარქისიანის პოსტზე ასვლით, სომხეთი ოფიციალურად გადავიდა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ორშაბათს, 9 აპრილს ქვეყნის ეროვნულ პარლამენტში შედგა. სერჟ სარქსიანი ქვეყანას 2008 წლიდან მართავდა.

banner
წინა სტატიაშისერგეი სკრიპალს ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ
შემდეგი სტატიარუსეთი გაუგონარი გადაწყვეტილებისკენ  მიდის