ერევანში საპტოტესტო აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა

ere45ერევანში, ბაგრამიანის პროსპექტზე, საპტოტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. ხანშიშესულმა მამაკაცმა გადაისხა ბენზინი და ცეცხლის მოკიდება დაიწყო, თუმცა ახლოს მყოფმა აქციის სხვა მონაწილეებმა მას ხელი შეუშლეს და ცეცხლი ჩააქრეს. “ინციდენტის“ გმირმა უარი განაცხადა პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდომაზე და შემთხვევის ადგილს გაეცალა.

შეგახსენებთ, დემონსტრანტები მხარს უჭერენ სამხედრო დაჯგუფებას „სასნა ცრერს“, რომელიც ორი კვირის წინ შეიჭრა და დაიკავა პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობა. დემონსტრანტები არ აპირებენ დაშლას. მათი მოქმედების გეგმები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გუშინ, ერევანში ადგილი ჰქონდა შეტაკებას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, რომლის დროსაც სამართალამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ათეულობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ჭრილობით და დამწვრობით.

banner
წინა სტატიაში(video) კრისტინა აგილერას კონცერტზე ქართული სიმღერა შესრულდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის პროსპექტის განთავისუფლებისკენ