ერევანში საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი დააკავეს

ერევანში საპროტესტო გამოსვლებისას ოპოზიციური პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო ავრცელებს.

პაშინინათან ერთად დაკავებულია ფრაქცია „ელკის“ ლიდერი და სამოქალაქო შეთანხმების რამდენიმე წევრი. სააგენტო „ერკრამასის“ ცნობით, პოლიციამ ერევანში, არცახას ქუჩაზე დემონსტრანტებიც დაარბია.

სომეხ დეპუტატ არარატ მირზოიანის მეუღლის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამჟამად შენგავიტსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

სავარაუდოდ, მასთან ერთად არის არცახის ქუჩაზე დაკავებული კიდევ ორი ოპოზიციონერი ნიკ ფაშინიანი და სასუნ მიკაელიანი.

პოლიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები არ დაუკავებია და „იძულების წესით გაიყვანეს დემონსტრაციიდან, რათა აქტივისტების უკანონო შეკრება აღკვეთილიყო.

banner
წინა სტატიაშილაშა ტუღუში: ეს არ არის თემები, რომელიც დაიმალება, ეს არ დაიმალება
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს პლურალიზმის შემცირება მედიასივრცეში