ერევანში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები

ერევანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მიმდინარეობს

ერევანში, საპროტესტო აქციის დაშლისას, დაშავდნენ რადიო „თავისუფლების“ სომხური სამსახურის, CivilNet.TV-ის და რუსული გამომცემლობა „ლაიფის“ ჟურნალისტები.
როგორც რადიო „თავისუფლების“ კორესპოდენტი ოვანეს მოვსესიანი იტყობინება, მას და მის კოლეგას თავს დაესხნენ და დაუზიანეს კამერა. მისი თქმით, აქციის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება და მათი ცემა. ჭრილობები აფეთქების შედეგად მიიღეს CivilNet.TV-ის კორესპოდენტმა და ოპერატორმა. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, ხალხი გარბის, არიან დაჭრილები.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანს მხარდამჭერთა შეიარაღებულ ჯგუფს,რომელიც თითქმის ორი კვირის წინ შეიჭრა ერევნის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში და დღემდე იქაა გამაგრებული.

https://youtu.be/2v66ul5P4Fc

 

https://youtu.be/6ZG2-bY7xJ4

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდორანის სიტყვები უარყო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი საბურთალოს სამი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება