ერევანში პოლიციის შენობაში მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა ექიმები მძევლად აიყვანეს

შეიარაღებული ჯგუფის “სასნა ცრერ” წევრებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ერევანში პოლიციის შენობა შტურმით აიღეს, დღეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექმიები აიყვანეს მძევლად – ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი აშოტ აგარონიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ღამის სროლების შემდეგ, დაკავებულ პოლიციის შენობაში ორი დაშავებული იყო.

“სამართალდამცველებმა მათ სამედიცინო დახმარება შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს. მოგვიანებით, მათ ექიმი მოითხოვეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლისთანავე, ისინი მძევლად აიყვანეს” – აგარონიანი ამბობს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მძევლად ოთხი სამედიცინო მუშაკია აყვანილი.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირები პოლიციის შენობას რამდენიმე დღის წინ დაესხნენ თავს და პოლიციელები მძევლად აიყვანეს. ერთი პოლიციელი მოკვდა, ოთხი დაიჭრა. ორი დღის წინ, შეიარაღებულმა პირებმა ყველა მძევალი გაანთავისუფლეს.
ისინი ოპოზიციონერი ჟირეირ სეფილიანის ციხიდან გაშვებას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიდიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
შემდეგი სტატიადიანა ტრაპაიძე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა