რესპუბლიკის მოედანზე, ერევანში, მრავალათასიანი დემონსტრაცია დაიწყო. შეკრებილები ყარაბაღში სომხური დანაყოფების გაგზავნას ითხოვენ.
პრემიერმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს ომში ჩართვას და ეს მხოლოდ ანტისომხურ ძალებს შეიძლება სურდეთ.
აზერბაიჯანის არმია სტეფანაკერტის ირგვლივ სამხედრო პოზიციების დაბომბვას აგრძელებს. ზოგიერთი მიმართულებით სომხური სასანგრე თუ გამაგრებული პოზიციები უკვე აიღეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა.
რუსი სამხედროები ამ დრომდე საკუთარ პოზიციებზე რჩებიან. დიმიტრი მედვედევმა ფაშინიანს “ცუდი დასასრული” უწინასწარმეტყველა.