ერევანში, მძევლად აყვანილი პოლიციელებიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს

ერევანში, შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიციის განყოფილება შტურმით აიღო, ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივი სააგენტოებზე დაყრდნობით იტყობინება.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მათ 5 მძევალი ჰყავთ აყვანილი, მათ შორის სომხეთის პოლიციისა და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე.

შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი ერევანში მდებარე ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გუშინ დილით შეიჭრა, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, კიდევ 3 დაშავდა.
შეარაღებული პირების მოთხოვნები უცვლელია – ოპოზიციის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომა.

გვიან ღამით, შეიარაღებულებთან შესვლა კიდევ ერთხელ სცადა გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება აღარ მისცა. ერბუნის რაიონის ყველა მისადგომს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს. ადგილზე მობილზიებულია ჯავშანტექნიკაც.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროში შშმ პირებისთვის ბორჯომში დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : თურქეთში სიმშვიდე ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია