ერევანში ისევ გრძელდება დემონსტრაცია

1ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, შეიარაღებული დაჯგუფება “სასნა ცრერის” მხარდამჭერი მიტინგი მიმდინარეობს.
იმის მიუხევადად, რომ წინა მიტინგების ორგანიზატორთა უმეტესობა დააკავეს, ნახევარი საათის წინ კი პოლიციამ მეგაფონები ჩამოართვა დემონსტრანტებს, ისინი დაშლას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ერევანში, პოლიციის შენობაში მყოფი შეიარაღებული პირებისადმი სოლიდრობის გამოსახატავად, ხალხი ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. 23 მომიტინგე დააკავეს.
ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

პოლიციის პოსტი რამდენიმე დღის წინ დაიკავეს შეიარაღებულმა პირებმა, რომლის დროსაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და 4 დაიჭრა. ისინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჟირაირ სეფილიანის ციხიდან განთავისუფლებას ითხოვენ, რომელიც იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაში(foto) საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციის მონაწილეები აპირებენ მოძრაობის გადაკეტვას ერევნის ცენტრში