ერევანში გამოსვლები გრძელდება – პაშინიანს გადადგომისთვის ვადა შუაღამემდე მისცეს

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის, გადადგომის მოთხოვნით ერევანში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა. ამის მიზეზი პაშინიანის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

სომხეთში თვლიან, რომ პრემიერმნისტრმა ხელ კაპიტულციას მოაწერა.

“ნიკოლი მოღალატეა” – ისმის აქციაზე. დენსტრანტები პრემიერმინისტრს გადადგომისთვის ვადას შუაღამემდე აძლევენ.

17 პარტიისგან შემდგარ ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათ მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება, სგანგებო აღმასრულებელი კომიტეტის შექმნა და ქვეყნის ახალი ლიდერის წარდგენა შედის.

“პოლიტიკური ძალები მოვითხოვთ, რომ პაშინიანი და მისი მთავრობა, რომელიც ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის შექმნაში დამნაშავები არიან, თანამდებობიდან გადადგნენ. ათასობით სიცოცხლის, მიწის დაკარგვა და მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა ამტკიცებს, რომ პაშინიანის მთავრობა უუნაროა”, – ამბობენ ოპოზიაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი 9 ნოემბრის ღამეს მოაწერა.

შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანი აზერბაიჯანს აღდამის, გაზახის, კელბაჯარის და ლაჩინის რაიონებს უბრუნებს. სამაგიეროდ, იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან. ამასთან, ყარაბაღში რუსული “სამშვიდობო ძალები” შედიან.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – ვთხოვ ყველას, ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, ნუ მიმართავთ მეზობლების ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო სტრუქტურებს
შემდეგი სტატიაიმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ მატება კიდევ იქნება