ერევანში, აჯანყებულები პოლიციას ჩაბარდნენ

შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი, რომელებიც ერევნის პოლიციის შენობაში ორი კვირის განმავლობაში იყვნენ გამაგრებულები, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის მიერ იარაღის დაყრის შემდეგ, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა 20 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, შეიარაღებულმა ჯგუფი ერევნის პოლიციის შენობაში 17 ივლისს შეიჭრა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, ექვსი დაიჭრა. ამბოხებულებმა რვა ადამიანი მძევლად აიყვანეს, რომლებიც მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს.

შეიარაღებული ჯგუფი ოპოზიცინერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და სომხეთის ხელისუფლების გადადგომას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშისაიამ ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : პაპუაშვილმა მოახერხა საზოაგდოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია