ერევანში ადგილი ჰქონდა ხელჩართულ ჩხუბს სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების მონაწილებით

სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების მონაწილებით 1 დეკემბერს ერევნის ცენტრში, კლუბ “მოსკოვის” სიახლოვეს, ადგილი ჰქონდა ხელჩართულ ჩხუბს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო “Sputnik”.
“1 დეკემბერს 23.50 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში მიიყვანეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც: 25 წლის ტარონ აგეკიანი, 42 წლის რუბენ მარტიროსიანი, 24 წლის რუბენ აიდინიანი, 25 წლის ტატულა აიდინიანი, 37 წლის თინა ჩხედია, 35 წლის ნიკოლოზ თავაძე, 37 წლის მაკა პაპასკუა”,- იუწყება სომხური გამოცემა “Shamshyan.com”, თუმცა ჩხუბის მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ კორეაში მანევრებს იწყებს-ფხენიანი ბირთვულ ომს ვარაუდობს
შემდეგი სტატიათურქეთი თხილის ექსპორტში რეკორდს ხსნის