ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, თუ ის მის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს

დღეიდან სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. მედიის ცნობით, ერევანი ახლა ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, თუ ის მის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს.

ჰააგის სასამართლომ გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა უკრაინაში ომისა და ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო. მოსკოვი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას “არამეგობრული აქტი” უწოდა. რუსეთი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება
შემდეგი სტატიაწერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება