ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი და გამცილებელი დააკავეს

მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი და ამავე მატარებლის გამცილებელი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი – თბილისი – ბათუმის მატარებლის უფროსი, გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი “ვინსტონი”- სა და “ქემელი”-ს მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში შესაძლო აფეთქებაზე მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიააგილერას კონცერტს მგლები ემუქრებიან – მონადირეებმა Black Sea Arena-სთან მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს