ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება

ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებენ
-ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

ელისაშვილის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” კუხიანიძეს არ თანამდებობიდან გაათავისუფლებს, აქციები საკრებულოსთან სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანოში ნივთიერების გაშვების ფაქტზე დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილის ვაჟი მოსკოვში იმყოფებოდა