ერდორანს ტრამპის დროს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდორანი იმედს გამოთქვამს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გაუმჯობესდება – Reuters-ი წერს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბატონი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აქტიურ დიალოგს დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბატონ ტრამპთან კონსესუსს მივაღწევთ, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც ჩვენს რეგიონს ეხება” – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის მთავრობა იმედს იტოვებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანკარას ფეხტულახ გიულენს გადასცემს, რომელიც ქვეყანაში ზაფხულში მომხდარი პუტჩის მთავარი ფიგურანტია.
“არა მგონია, პრეზდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ იგივე შეცდომები დაუშვას, რაც წინა ადმინისტრაციამ. ჩვენ აშშ-სგან ველოდებით გიულენის გადაცემას” – დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე, დაამატა, რომ ანკარა აშშ-სგან ქურთების მხარდაჭერის შეწყვეტასაც ელოდება, რომელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასმა 56 დოლარზე დაბლა დაიწია
შემდეგი სტატიავანში მშობლების თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს – ბრალდებული გარდაცვლილის ძმაა