ერდორანმა სირიაში ოპერაციის გაფართოვება დააანონსა

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე ოპერაცია “ევფრატის ფარს” გააფართოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“ოპერაცია “ევფრატის ფარის” ფარგლებში, მიმდინარე მომენტისთვის, ჩვენ 900 კვადრატი კილომენტი გვაქვს გაწმენდილი. ეს ზონა სამხრეთით იწმინდება. ჩვენ შეგვიძლია ეს ფართობი 5 ათას კვადრატულ კილომეტრამდე გავზარდოთ უსაფრთხოების ზონის შექმნის ფარგლებში” – განაცხადა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ოპერაცია “ევფრატის ფარი” 24 აგვისტოს დაიწყო. სირიის ტერიტორიაზე თურქეთის რეგულარული ჯარი შევიდა, რომლის ძირითადი მიზანია, სირია-თურქეთის საზღვრის უსაფრთხოების დაცვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ავიადარტყმების შედეგად ავრანეთში რვა პოლიციელი დაიღუპა
შემდეგი სტატიაკადიროვი სადღესასწაულო საღამოზე რუსი ბოგატირის კოსტიუმში გამოცხადდა (ვიდეო)