ერდორანმა რუსეთი ქვეყნებს მიათვალა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს

თურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციისათვის მოთხოვნას გაუგზავნის

თურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის ექსტრადაციისათვის მოთხოვნას გაუგზავნისთურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა, საკუთარ მომხრეებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მიეკუთვნება ქვეყნებს, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს, როგორც დასჯის უმაღლესი მეთოდი – ამის შესახებ დღეს BBC News-ი წერს.
“დღესდღეობით სად არ არის სიკვდილით დასჯა? ამერიკაში? რუსეთში? ჩინეთში? მსოფლიოს რომელ ქვეყანაში? მხოლოდ ევროკავშირში არ არის სიკვდილით დასჯა” – განაცხადა ერდორანმა.

CNN-ისთვის გუშინ მიცემულ ინტერვიუში, თურქეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა სიკვდილით დასჯის შემოღება იმ პირებისადმი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იქნებიან გასამართლებული. “ცხადია, პარლამენტის გადაწყვეტილებაა საჭირო იმისათვის, რომ ეს მოხდეს, დეპუტატები უნდა შეიკრიბონ და ამაზე იმსჯელონ” – თქვა ერდოღანმა.

ანკარამ, სახელმწიფო გადატრიალებაზე რეაგირებისას, ძირითადი კანონები უნდა დაიცვას – ამის შესახებ გუშინ 18 ივლისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტს, პუტჩის შემდეგ პირველ სატელეფონო დიალოგში უთხრა. მერკელმა ერდოღანს უთხრა, რომ ევროკავშირი, კერძოდ, კი გერმანია, თურქეთში სიკვდილით დასჯის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია. მერკელმა თურქეთის პრეზიდენტს ასევე შეახსენა, რომ მას ხელი აქვს მოწერილი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-13 დამატებაზე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს სიკვდილით დასჯაზე სამუდამოდ თქვას უარი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის საბჭოს შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიათურქეთმა წარუმატებელი პუტჩის შედეგად 14 გემი დაკარგა