ერდორანმა აშშ ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადანიუ იორკში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, აშშ-ს ხელისუფლება სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარაჭერაში დაადანაშაულა…
ნიუ იორკში თურქული დიასპორის წინაშე გამოსვლისას ერდოღანი, მისი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამასწინანდელ საუბარს შეეხო:
,,კოალიციურ ძალებში 65 სახელმწიფო შედის… და ერთ ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ვერ მოვერიეთ? სირიაში ამ ორგანიზაციას 10.000-მდე მეომარი ჰყავს… ერაყშიც 10.000-მდე… ამიტომ მე პირადად რამდენჯერმე განვაცხადე და ახლაც ვამბობ… ჩავჭიდოთ ხელები ერთმანეთს და ისინი გასაქცევად ხვრელს დაუწყებენ ძებნას… მაგრამ თქვენ PYD-ს და YPG-ს (სირიის და ერაყის ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებები რედ.) ევაჭრებით და მათთან ერთად ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ვერ დაამთავრებთ, რადგანაც ისინისც ტერორისტული დაჯგუფებები არიან.. .ესენი ყველანი ტერორისტები არიან და ყველანი ცუდები. ,,ელ ნუსრა,,-ც ხომ ,,ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის?! თუმცა ისინი თქვენთვის ცუდები არიან, ხოლო PYD და YPG – კარგები,,
,,აშშ-მ ქობანიში ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღი ჩამოაწოდა… გუშინ ამის შესახებ პატივცემულ ბაიდენს ვკითხე… ინფორმაცია გაქვთ მეთქი… არაო – მიპასუხა… მე მაქვს მეთქი ვუთხარი. მსგავსი ფაქტი უწინაც მოხდა… 3 თვითმფრინავიდან იარაღი ჩამოტვირთეს, რომლის ნახევარი ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, წაიღო, ნახევარი კი – PYD-მა. აი ასეთი მწარე რეალობა გვაქვს… მიგვაჩნია, რომ საღი აზრით, აშშ-სთან მხარდამხარ რეგიონის პრობლემების მოვაგვარება შეიზლება და ამიტომაც აშშ-სგან გულწრფელობას ველოდებით. თუმცა თურქეთის თურქეთის მგრძნონიარე დამოკიდებულებას, არც ადრე და არც ეხლა, ყურადღებით არ ეკიდებიან,, განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი:რომან გოცირიძე ივანიშვილს ამბასადორში იბარებს
შემდეგი სტატიაბაიდენი მოუწოდებს უკრაინას დაპირებული რეფორმები შეასრულოს