ერდოღანს თურქეთის, ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში მოქცევა უნდა?

14787676_662708883889302_1299042071_oთურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ქალაქ ბურსაში გაკეთებულ მოხსენებას ეხმაურება და მის სიტყვებზე დაყრდნობით, ოტომანთა პარლამენტის მიერ 1920 წლის 28 იანვარს მიღებული პაქტის მიხედვით შედგენილ რუკას აქვეყნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ერდორანმა ამ გამოსვლაში მისი წინა განცხადებების განმარტება გააკეთა და ბათუმი და სხვა ქალაქები, რომლებიც თურქეთის საზღვრებს მიღმა არიან, მხოლოდ თურქეთის ისტორიისთვის და ხალხისთვის ახლობელ რელიქვიებად მოიხსენია, თურქული მედია მის სხვა განცხადებაზე აკეთებს აქცენტს.
,,თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი პირველი არა მაგრამ ბოლო სახელმწიფოა… თუმცა ამ ქვეყნის საზღვრები ჩვენ ნებაყოფლობით არ გვიღიარებია,, განაცხადა ერდორანმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ,,თურქული მიწის მნიშვნელოვანი ნაწილები, ახალდაბადებული რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა დარჩა,,.
ერდორანის ამ განცხადებას, თურქულმა სააგენტო Star-მა, თან დაურთო 1920 წლის ოსმალური თურქეთის რუკა, სადაც ქალაქი ბათუმი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული

banner
წინა სტატიაშისირიის არმია ალეპოში სრულმასშტაბურ შეტევაზე გადავიდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა