ერდოღანს და ილდირიმს ევროპაში დაპატიმრება ემუქრებათ

შვედეთის პარლამენტის ხუთმა დეპუტატმა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და პრემიერ ბინალი ილდირიმის წინააღმდეგ, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, სადაც მათ გენოციდში, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს.
მემარცხენე და მწვანეთა პარტიის დეპუტატები, თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერს, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით ქურთების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო უჩივიან.


აღსანიშნავია, რომ შვედეთის კანონმდებლობაში 2014 წელს მიღებული იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ სასამართლოებს შეუძლიათ წარმოებაში მიიღონ საქმეები, გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადეილი დანაშაულების შესახებ და მათი ჩამდენი პირები გაასამართლონ… მიუხედავად იმისა, თუ სად იქნა ჩადენილი მსგავსი დანაშაულები.
შვედეთის პროკურატურა, სარჩელთან დაკავშირებით ამ დრომდე განიხილავს ძიების დაწყების საქმეს… ძიების დაწყების შემთხვევაში, შვედეთის პროკურატურა, არსებული კანონმდებლობით იძულებული გახდება თურქეთის პირველი პირების დაპატიმრების ორდერი გასცეს.
შვედი პარლამენტარები, თავინთ ევროპელ კოლეგებს მოუწოდებენ, რომ მათ მიბაძონ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო-გიშველათ მილიარდერმა?!
შემდეგი სტატია(video) ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს