ერდოღანმა ტრამპი თურქეთში დაპატიჟა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომავალ წელს ქვეყანაში თავისი ამერიკელი კოლეგა დაპატიჟა – ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

ვიზიტის დღე, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.

“ამ ეტაპისთვის არაფერია გარკვეული. პრეზიდენტი სამომავლო პოტენციური შეხვედრისთვის ღიაა” – თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა.

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის “ნელი და კარგად კოორდინირებული” პროცესი დაგეგმეს – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბაჩანა შენგელიას ადვოკატი-არსებული მტკიცებულებები ადასტურებს დარღვევებს, რაც გარკვეული პირების თანამდებობის დატოვების საფუძველი უნდა გახდეს