თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში ყველაზე დიდ საფრთხეებზე ისაუბრა თავისი ისტორიის მანძილზე – წერს Reuters-ი.
თურქეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა ტერორისტების მხრიდან ბევრ საფრთხეებს შეწინააღმდეგებია და იძულებულია შესაბამისად იმოქმედოს – ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა. პრეზიდენტმა თურქეთისათვის უდიდესი საფრთხე უწოდა “ისლამურ სახელმწიფოს” და ქურთების მუშათა პარტიას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქურთების მუშათა პარტიამ ბეშიგთაშის სტადიონთან აფეთქება მოაწყო, რომლის დროსაც 44 ადამიანი გარდაიცვალა და 150-მდე დაიჭრა.