ერდოღანმა სტამბულის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთ სეპარატისტებს დააკისრა

ერდოღანმა სტამბულის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთ სეპარატისტებს დააკისრა
e
e
e

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავტობუსის გაჩერებაზე დღეს მომხდარი აფეთქების უკან ქურთების მუშათა პარტია დგას. თურქი ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა გამარჯვებამდე იბრძოლებს ტერორიზმის დასამარცხებლად.
შეგახსენებთ, რომ სტამბულში დღეს დილით, ბაიაზიტის ცნობილ ტურისტულ ადგილას აფეთქება მოხდა. დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის 6 პოლიციის თანამშრომელი. დაჭრილია 30-ზე მეტი.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება პიკის საათზე მოხდა. ამ მომენტში გაჩერებასთან გადიოდა პოლიციის ავტობუსი.

ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

banner
წინა სტატიაში7 წლის ტყეში დაკარგულმა იაპონელმა მამას აპატია
შემდეგი სტატიადემოკრატებიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონი იყრის კენჭს