ერდოღანმა შვედეთის პრემიერს უთხრა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა უკმაყოფილოა შვედეთში ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამო – თურქული მედია

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და აღნიშნა, რომ სოლიდარობა ალიანსის ფუნდამენტური ღირებულებაა, როგორც წევრი ქვეყნების, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების კუთხით. მისი თქმით, თურქეთი უკმაყოფილებას გამოხატავს შვედეთში ტერორისტული ორგანიზაციების – PKK/YPG-ის და FETÖ-ს საქმიანობის გამო.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციებისადმი შვედეთის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა შეწყდეს. ერდოღანმა მაგდალენა ანდერსონს ასევე მოუწოდა, მოხსნას თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდი გააძევეს