ერდოღანმა საუდის არაბეთს მოუწოდა ხაშოგის მკვლელობის საქმეს პასუხი გასცეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაგეგმილი იყო – ამის შესახებ მან,პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრეზიდენტმა მომხდარს “ბარბაროსობა და სასტიკი” უწოდა და საუდელებისგან მოითხოვა თქვან, სად გადამალეს ჟურნალისტის ცხედარი.

პრეზიდენტ ერდოღანის ვარაუდით, საუდელ ბოროტმოქმედებს, შესაძლებელია, ადგილობრივი თანამზრახველიც ყავდათ. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეჭვიც არ ეპარება საუდის არაბეთის მეფის გულწრფელობაში იმასთან დაკავშირებით, რომ მან მომხდარზე არაფერი იცოდა.
ერდოღანის თქმით, ახლა მთავარი შეკითხვაა – სად არის ჟურნალისტის ცხედარი.
ის საუდის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ტელეფონით ესაუბრა.აღსანიშნავია,რომ პრინცი საუდის არაბეთში ყველაზე გავლენიან პირად ითვლება, მას მეფე პოლიტიკურ მმართველობას ენდობა.
ამ ზარის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, ერ-რიადი უფრო ღია თანამშრომლობაზე წავიდა.

ჟურნალისტის გაქრობასთან დაკავშირებით, ერ-რიადი სამი კვირის მანძილზე სხვადასხვა ვერსიას ავრცელებდა.
თურქეთის საგამოძიებო ორგანოები ირწმუნებიან, რომ ჯამალ ხაშოგი დაგეგმილად მოკლეს, და რომ მათ ამის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები აქვთ.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკოსები ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფების ზრდას პროგნოზირებენ
შემდეგი სტატიააშშ-ში ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი დაამონტაჟეს