ერდოღანმა საფრანგეთს და გერმანიას აფრიკის ხალხის გენოციდში დასდო ბრალი

ერდოღანმა საფრანგეთს და გერმანიას აფრიკის ხალხის გენოციდში დასდო ბრალი

1თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, საფრანგეთს რუანდას გენოციდში დასდო ბრალი, გერმანიას კი ნამიბიაში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში – თურქული მედია ავრცელებს.
“ვინ დგას რუანდას მკვლელობების უკნა? ეს საფრანგეთია, მაგრამ ამაზე არ არის მიღებული საუბარი” – განაცხადა ერდოღანმა, სტამბულის უნვივერსტიტეტში გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის გარდა, გერმანია ნამიბიაში 100 ათასი ადგილობრივის მკვლელობაშია დამნაშავე. “მიმდინარე მომენტში ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პრობლემა არა გვაქვს. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არანაირი მკვლელობები. ჩვენი ისტორია – ეს გულმოწყალებისა და თანაგრძნობის ისტორიაა” – დაამატა ერდორანმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს გერმანიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ქვეყანამ თურქეთის მიერ 1915 წელს სომხების მკვლელობას გენოციდი უწოდა.

banner
წინა სტატიაში(video) ბიჭი, რომელიც ჯართს აგროვებს და პიანისტობაზე ოცნებობს
შემდეგი სტატიაპარიზი: წყალდიდობის პიკი გავლილია