ერდოღანმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში

ერდოღანმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში – Reuters წერს. პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება ანკარაში ჩინოვნიკებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ადგილობრივი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
როდის მოხდა მორიგი ინციდენტი, თურქეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუმცა სიტყვით გამოსვლისას მან რამდენჯერმე გააკრიტიკა რუსეთი, აშშ, ირანი, ევროკავშირი და გაერო, სირიის საკითხთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, ყველა მათგანი უსამართლოდ იქცევა, როცა ასადის ძალებს უფლებას აძლევს მშვიდობიანი მოსახლეობა გაანადგუროს.

ერდორანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ანკარა მხარს უჭერს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ამასთანავე იმედს იტოვებს, რომ სირიელი ქურთები ხელშეკრულებაში “ისლამურ სახელმწიფოს” გაუთანაბრდებიან.

banner
წინა სტატიაშიათასი ავღანელი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდება
შემდეგი სტატიაეგვიპტის პრეზიდენტი გასაყიდად გაიტანეს