თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში მწუხარება გამოთქვა რუსულ თვითმფრივანთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის ლედერის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ ქალინმა. მისი თქმით, ერდოღანის ეს წერილი არის ერთგვარი მოწოდება ორ ქვეყანას შორის მეგობრული უერთიერთობების აღდგენისა და ერთობლივი ქმედებებისა ტერორიზმთან ბრძოლაში და რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების საქმეში.