ერდოღანმა პუტინს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და პასუხს ელოდება…

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, მედიის მეშვეობით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და მათზე პასუხებს ელის…

ერდოღანის მიერ პუტინისადმი დასმული  შეკითხვებიდან, ყველაზე საინტერესო – თურქეთის მიერ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოსთან,, თანამშრომლობას და მათგან ნავთობის იაფად შესყიდვას ეხება…

,,თურქეთი რომ ,,დაეშიდან,, ნავთობს ყიდულობს, მიუღებელი და ამორალური განცხადებაა. ჩვენ ამ ცილისწამებაზე მხოლოდ პროტესტს არ დავჯერდებით. ამ შემთხვევაში მე ძალიან აგრესიული ვიქნები. ჩვენ ნავთობის კონტრაბანდისტებს ვიჭერთ და ვებრძვით. თურქეთი – ვისგან ყიდულობს ნავთობს და სად, ეს ყველასთვის ცნობილია.

მივმართავ პატივცემულ პუტინს! თუ შენ დაამტკიცებ, რომ თურქეთი ,,დაეშისაგან,, ნავთობს ყიდულობდა, მე ჩემი პოსტიდან წავალ! და თუ ვერ დაამტკიცებ… პუტინ, შენ წახვალ შენი პოსტიდან?

ეს საკითხი მე დღეს ბევრ მსოფლიო ლიდერს გავაცანი და ჩემს სიტყვას შევასრულებ,, განაცხადა საფრანგეთში სამიტზე მყოფმა ტაიპ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.

ორიოდე დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში თურქული მედიასთან საუბრისას კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტს.. ,,პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ის სირიის ხელისუფლებამ დაპატიჟა… პატივცემულო პუტინ! რომელმა ხელისუფლებამ დაგპატიჟათ? იმან ხომ არა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 250.000 ადამიანის სიხლში გაისვარა ხელი? იმან, ვისაც საკუთარი მოსახლეობის 80% მტრად მიიჩნევს? იმან ვისგანაც გამოქცეული 2 მილიონამდე ლტოლვილი თურქეთს აფარებს თავს? თუ ისლამისტებთან საომრად მოხვედით, თურქმენებთან რა ხელი გაქვთ? ისინი ხომ ,,დაეშის,, წევრები არ არიან? რატომ ბომბავთ ჩვენს საზღვართან მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს? ვის იცავთ და ვინ დაგპატიჟათ?,, გნაცხადა ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ 30 ნოემბრის საფრანგეთში გამართულ ,,კლიმატის ცვლილების,, მსოფლიო სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტის ტაიპ ერდოღანის ინიციატივას – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ დალაპარაკებოდა, პუტინის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყვა.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშირუსეთში შიდსის ეპიდემიაა… 1 მილიონამდე ადამიანი ინფიცირებულია…
შემდეგი სტატია,,დაუცველი რუსული ბომბდამშენი, რომელიც თურქეთს არ ემუქრებოდა,,