ერდოღანმა პუტჩის მცდელობაში დასავლეთი დაადანაშაულა

ვლადიმერ პუტინს ანტალიაში ელოდებიან

ერდორანმა პუტინს ბოდიში მოუხადათურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ტერორიზმს და რომ ევროპა დგას თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან – წერს Reuters-ი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანულმა გაზეთმა Frankfurter Allgemeine Zeitung საკუთარი მიმომხილველის რაინერ ჰემანის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ხსნის, თუ რატომ სურს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდორანს ევროპისთვის მკვეთრად ზურგის შექცევა და ხელახლა რუსეთზე ორიენტაცია:
“თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტა და რუსეთთან დაახლოება სურს. მის მოქმედებებს სხვა ახსნა არა აქვს, როცა მას არარეალური ციფრები მოყავს და ევროკავშირს თავისი ფინანსერი ვალდებულებების შეუასრულებლობაში ადანაშაულებს, ანკარა-ევროკავშირს შორის დადებული მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მიგრანტებს ეხება. ამავე დროს მისი ერთ-ერთი მინისტრი ერდოღან-პუტინს შორის აგვისტოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს და მადლობას უხდის რუსეთს და მას “დემოკრატიის დამცველს” უწოდებს.
ერდორანი ევროკავშირს არაგულწრფელობაში ადანაშაულებს. თუმცა, არაგულწრფელი, თვითონ თურქეთის პრეზიდენტს შეიძლება ვუწოდოთ. თურქეთ-ევროკავშირს შორის შეთანხმება ბეწვზე კიდია. და ამის მიზეზია ევროკავშირიდან თანხების შეყოვნება. თუმცა, სინამდვილეში მიზეზი ის არის, რომ ერდორანი ევროკავშირისგან ვერ იღებს ვიზალიბერალიზაციას თურქეთის მოქალაქეებისათვის, რადგანაც ის ვერ ეთანხმება ევროკავშირში “ტერორიზმის” გაგებას. როგორც უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, ყველა, ვინც მის აზრს არ ეთანხმება, “ტერორისტია” ” – წერს გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ის მიმომხილველი.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო: უკრაინაში რევოლუცია ახლოვდება
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას ლაგოდეხის მცხოვრებლებიც შეძლებენ