ერდოღანმა ობამას წინადადება, სირიაში ერთობლივ ოპერაციაზე, მიიღო

3ანკარა მზად არის აშშ-ს შეთავაზებით სირიის ქალაქ რაკას განთავისუფლებაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს” დედაქალაქად აქვს გამოცხადებული – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა. წერს Hurriyet-ი
სირიის კონფლიქტი, თურქეთის ლიდერის თქმით, ჩინეთში G20 სამიტზე განიხილეს ამერიკელ კოლეგასთან ერთად.

“ობამამ მითხრა, რომ მას ჩვენთან ერთად უნდა რაკაში რაიმეს გაკეთება. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩვენი სამხედროები შეხვდნენ ერთმანეთს და დაილაპარაკონ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა რეგიონში თავისი ძალების დემონსტრირება უნდა მოახდინოს. მისი თქმით, ამის დემონსტრირებაა 24 აგვისტოდან სირიაში დაწყებული თურქული ოპერაცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოსა” და ქურთების წინააღმდეგ არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშიმექსიკურმა ბანდამ პოლიციის თვითმფრინავი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაკლინტონმა პუტინთან სადილი ამჯობინა ტრამპის კომპანიას