ერდოღანმა ნატოში შვედეთისა და ფინეთის ხილვის “უსურველობის” მიზეზებზე გააკეთა განცხადება

ერდოღანმა ნატოში შვედეთისა და ფინეთის ხილვის “უსურველობის” მიზეზებზე გააკეთა განცხადება.
Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები „ტერორისტების თავშესაფრად“ იქცნენ, რადგან თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები ზოგიერთ მათგანში პარლამენტის წევრებიც კი არიან.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს დადებითი შეხედულებები. ჩვენ, როგორც თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების თავშესაფარია“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა
შემდეგი სტატიადღეის მდგომარეობით გათავისუფლებულია 1 015 დასახლებული პუნქტი, რასაც გასული 24 საათის განმავლობაში 6 დაემატა