ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა ლირის ვარდნის გამო არ ინერვიულონ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოქალაქეებს მოუწოდა ლირის კურსის რეკორდული ვარდნის გამო არ ინერვიულონ – 10 აგვისტოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

“არ დაგავიწყვეთ, მათ აქვთ დოლარები, მაგრამ ჩვენთან ჩვენი ხალხია, ჩვენი ღმერთი. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. ნახეთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს 16 წლის წინ და ნახეთ სად ვართ ახლა” – ხალხს მიმართა ქვეყნის მეთაურმა.

9 აგვისტოს თურქულმა ლირამ ამერიკულ დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია გაუარესებული თურქულ-ამერიკული ურთიერთობების ფონზე. წლის დასაწყისიდან თურქული ვალუტა 29%-ით გაუფასურდა.

გასულ კვირას ერდოღანმა თანამოქალაქეებს მოუწოდა ლირის კურსის გასამყარებლად უცხოური ვალუტა ლირაში დაეხურდავებინათ.
ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა 1 აგვისტოს მას შემდეგ გართულდა, რაც აშშ-მ თურქეთის შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის განთავისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.

banner
წინა სტატიაშისტიქია გალის რაიონში (ვიდეო+ფოტო)
შემდეგი სტატიასენაკში, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო