ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება არ არის ის, რომელიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება არ არის ის, რომელიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ.

„პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის მიდგომა, რომელიც შეეფერებათ პოლიტიკოსებს. რასაკვირველია, თუ მას ასე შეხედავ, როგორ შემოგხედავს თავად პუტინი? ჩვენი შეხვედრა პუტინთან მართლაც განსხვავებული იყო, რადგან ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ პუტინ-ზელენსკის საქმეში. აქ არავის მტრად არ ვუყურებთ. ჩვენ ვუყურებთ მათ, როგორც მეგობრებს და ამ გზით ჩვენს შეხედულებას მოაქვს ორივე მხარის ჭეშმარიტად გულწრფელი მიდგომა“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ, წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი იყო – Eurointegration
შემდეგი სტატიაგანათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატურ მოკვლევაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა