ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

erdoxaniთურქეთის განათლების სამინისტროს 15 ათასზე მეტ თანამშრომელს ბრალს სდებენ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირების დამყარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ბრალდებას, მაინც იქნებიან განთავისუფლებულნი დაკავებული თანამდებობებიდან მომავალ კვირას. ერდოღანის მიერ უკვე არის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება -იუწყება სამაუწყებლო კომპანია ВВС.
სააგენტო Reuters-ის ცნობით სამსახურიდან გაანთავისუფლებენ უმაღლესი სასწავლებლების 1577 დეკანს.
მასიური წმენდა, რომელსაც ადგილი აქვს თურქეთის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხვდება
შემდეგი სტატია(video) ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან – სრული ვერსია