ერდოღანმა ეჭვმიტანილების სასამართლოს გარეშე დაკავების ვადა გაახანგრძლივა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ეჭვმიტანილების სასამართლოს გარეშე დაკავების ვადა გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერდოღანმა 1000-ზე მეტი კერძო სკოლის და 1200-ზე მეტი ასოციაციის დახურვის ბრძანება გასცა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 60 000-ზე მეტი საჯარო მოხელეა დაკავებული. მათ შორის არიან სამხედროები, მოსამართლეები, პოლიციის, სასამართლოს და განათლების სფეროს თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშიღია წერილი გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს
შემდეგი სტატიაგერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ალი დევიდ სონბოლია