ერდოღანმა ბაიდენი სომხების გენოციდის აღიარების გამო გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდნტმა ჯო ბაიდენმა სომხების გენოციდის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში გამოიყენა დაუდასტურებელი, არა სწორი და სინამდვილისგან შორს მდგარი მტკიცებულებები – Anadolu წერს. “თუკი გენოციდზე საუბრობთ, ჩაიხედეთ სარკეში და შეაფასეთ საკუთარი თავი” – ერდორანმა მიმართა ბაიდენს. მან რწმენა გამოთქვა, რომ ბაიდენის განცხადება ანტითურქული ჯგუფებისა და რადიკალური სომხური ჯგუფების გავლენით გაკეთდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს “არ გააჩნია ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები”.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლის მიერ გაკეთებულმა განცახდებამ, რომელიც 24 აპრილს გაჟღერდა, თურქულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო მეტად გაართულა. დაუშვებელია “თურქი ხალხისთვის გენოციდის იარლიყის მიკერება, მაშინ, როცა ყველა ფაქტი ცხადია” – თქვა ერდოღანმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 აპრილს განაცხადა, რომ მე-19 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიისას ადგილი ჰქონდა სომხების გენოციდს. განცხადება მოვლენების 106 წლისთავს ეძღვნებოდა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – თანამდებობა, სავარძელი „ქართული ოცნების“ არც ერთი ლიდერის თვითმიზანი არ არის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი არის ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად