ერდოღანისადმი ლოიალურმა ძალებმა ამბოხებულების კიდევ ერთი ვეტმფრენი ჩამოაგდეს

ერდოღანისადმი ლოიალურმა ძალებმა დღეს, 16 ივლისს, ამბოხებულების მეორე ვეტმფრენიც ჩამოაგდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მთავრობის შეცვლის მომხრეები თანამგზავრული მაუწყებლობა Turksat-ის შენობას უტევდნენ.
პირველი საჰაერო ხომალდი გამანადგურებელმა F-16-მა დღეს დილით ადრე ჩამოაგდო.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რომ მინიმუმ 200 ჯარისკაცი ჩაბარდა ანკარას პოლიციას – სააგენტო Anadolu “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს. ასევე , ცნობილი გახდა, რომ გადატრიალების მომხრეები პოლიციას ნებდებიან სტამბოლში და ბოსფორის ხიდს ტოვებენ.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, მთელ ქვეყანაში გადატრიალების 1,500 მომხრე დაკავებულია.
ასევე უკანასკნელი ცნობით, გადატრიალების მცდელობისა დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, 1154 ადამიანი კი დაჭრილია – დღეს Reuters-ი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟო პუნქტი გაიხსნა
შემდეგი სტატიანიცის ტერორისტი სამი შვილის მამა იყო