ერდოღანის თქმით, სოფიის მუზეუმი, შესაძლოა, ისევ მეჩეთად გადააკეთონ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სოფიის ტაძარი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის დროს აშენდა და ახლა მუზეუმია, შესაძლებელია, მეჩეთად გადაკეთდეს – თურქული Hurriyet daily news-ი ავრცელებს.

“ეს არ არის არანორმალური წინადადება. ეს არ არის შეუძლებელი. ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება. შეიძლება სულაც მეჩეთს აია-სოფია დავარქვათ მუზეუმის ნაცვლად, და მისი მონახულება სრულიად უფასოდ იქნებოდა შესაძლებელი” – ერდოღანმა თქვა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სოფიის ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის მოხსნა ძალიან ადვილია. და აღნიშნა, რომ მუზეუმს სტატუსი რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ მიანიჭა, რომელიც ახლა ოპოზიციაშია.

ბიზანტიის იპმერატორის მიერ მე-6 საუკუნეში აშენებული სოფიის ტაძარი, 916 წლის მანძილზე ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრი იყო, შემდეგ კი ის მეჩეთად გადააკეთეს, რომელიც 1935 წლამდე ფუნქციონირებდა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგის ვიზიტზე დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაBritish Airways-ის თვითმფრინავი ედინბურგის ნაცვლად დიუსელდორფში დაფრინდა